ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ლონდონში ოთხშაბათს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ “Amaq news agency” იუწყება.
ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
ამასთან, ლონდონის პოლიციაც ვარაუდობს, რომ ტერორისტული შეტევის უკან „ისლამური სახელმწიფომ“ დგას.
ტერორისტული თავდასხმა ლონდონში ოთხშაბათს საღამოს მოხდა. თავდაპირველად, ტერორისტი ვესტმინსტერის ხიდზე მანქანით ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ ის ვესტმინსტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელებს დანით თავს დაესხა. ადგილზე მისული პოლიციის დამატებითმა ქვედანაყოფებმა ტერორისტი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები