რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც იარაღის კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულები

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა აღკვეთა, რომელიც აშშ-დან რუსეთში იარაღის კონტრაბანდით იყო დაკავებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ეს პირები იარაღს ფოსტით აგზავნიდნენ.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ჩხრეკის დროს, ორი ტყვიამფრქვევი, ორი ავტომატი, რვა პისტოლეტი და რევოლვერი, ასევე, კარაბინები და სანადირო თოფები ამოიღო. ამოღებულია ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამოღებულ იარაღს შორის რუსული წარმოების პისტოლეტებიც იყო, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება იარაღს რუსეთშიც ყიდულობდა.
სპეცოპერაცია რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები