ეგვიპტეში ტერორისტებთან შეტაკების დროს 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ასევე შეტაკების დროს 15 ტერორისტი იყო განადგურებული და 7 დაპატიმრებული.
„როიტერის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სამხედროებმა ორი ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც ხელყუმბარები და მობილური ტელეფონები ინახებოდა.
სინაის ნახევარკუნძულზე რამდენიმე ისლამისტური დაჯგუფება მოქმედებს. მათ შორის არის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი რგოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები