ე.წ კანიბალიზმის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

ე.წ კანიბალიზმის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ, სსკ-ის 376-ე მუხლით დააკავეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა ბექა შენგელიასთან ერთად, დედა, 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშა, ხოლო შემდგომ გაგუდა და დანის დარტყმით მოკლა.
ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო. კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა ასევე, ბექა შენგელიამაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები