მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტომ კოტონს (რესპუბლიკელი, არკანზასის შტატი) შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. ჯანელიძემ სენატორს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული პროცესების თაობაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის, რეგიონების მილიტარიზაცია, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. სენატორმა კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე, შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მათ შორის, შეხვდა მარშალის ფონდის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დერეკ კოლეტს (Derek Chollet), აშშ-ის საერთაშორისო სწავლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ ჰამრს (John Hamre), ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებელს, მიჩელ ფლორნოის (Michelle Flournoy) და პრეზიდენტს, რიჩარ ფონტანს (Richard Fontaine).
მიხეილ ჯანელიძე ასევე, შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს, სტრობ ტალბოტს (Strobe Talbott), ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, სტეფენ ჰედლის (Srephen Hadley).
შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, ტრანსალტალნტიკური უსაფრთხოების გარემოს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეგიონში საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაზრდელად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები