საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული ლტოლვილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული ლტოლვილების რაოდენობა ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა “Die Welt” იუწყება.
თუ ადრე საბერძნეთში დღეში 35 ადამიანი ჩადიოდა, ახლა მათი რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
ბერძენი მესაზღვრეების ინფორმაციით, 18-დან 20 მარტამდე საბერძნეთში 443 ლტოლვილი ჩავიდა.
ხელისუფლება ამ ფაქტს კარგ ამინდს უკავშირებს, რაც არალეგალების გადაადგილებას ხელს უწყობს.
ამასთანავე, ათენში საგანგაშოს უწოდებენ თურქეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მან ლტოლვილებთან დაკავშირებით ერთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება გაწყვიტოს.
ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ თურქეთმა ევროკავშირთან დაკავშირებით, ყველა ვალდებულება შეასრულა, ბრიუსელმა კი თურქეთის მოქალაქეებს დაპირებისამებრ, ვიზები არ გაუუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები