ე.წ. ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.
ე.წ. ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრეზიდენტმა გააკეთა.