ახმეტელის თეატრი კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო შემოქმედებით ლაბორატორიას მასპინძლობს

 21 მარტს,  11 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო შემოქმედებით ლაბორატორიას „THEATRUM REFLECTORIUM“  მასპინძლობს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება, 21 – 26 მარტს, „პროექტ C.R.E.A.T.E” ფარგლებში,  მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – საქართველოს, ახმეტელის თეატრისა და ჰელსინკის მოქალაქეთა ანსამბლეის ორგანიზებით გაიმართება.
21 – 25 მარტს დაგეგმილია ტრენინგები – „კონფლიქტების ტრანსფორმაცია“ , სადაც მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ. ექსპერტ-კონფლიქტოლოგებთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართულნი იქნებიან მსახიობები და რეჟისორები, როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (უკრაინა, აზერბაიჯანი,სომხეთი, საფრანგეთი,ბელორუსია).
26 მარტს პრემიერის სახით წარმოდგენილი იქნება ლაბორატორიის შედეგად შექმნილი სოციალურ- ტრანსფორმაციული პერფომანსი.
ლაბორატორიის ძირითადი თემაა „არაძალადობა, ემპატია , შემოქმედებითობა“ და მისი ძირითადი მეთოდია კონფლიქტის მოგვარება ექსპრესიული არტისტული ტრანსფორმაციითა და განათლებით – CREATE – მეთოდოლოგია.
რატომ THEATRUM REFLECTORIUM ?  რეფლექტორი – პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომელმაც 1999 წელს დამოუკიდებლად დაიწყო კოსმოსში ფრენა.
სანდრო ახმეტელი ერთ – ერთი პირველი ქართველი რეჟისორი, რომლის ეროვნული რეფლექსიის სისტემა – დაკავშირებულია ქართული თეატრის ტრანსფორმაციასთან, ქართული თეატრის რეფორმასთან.
პროექტი ხორციელდება: უკრაინის თეატრის მოღვაწეთა ნაციონალურ კავშირთან, კიევის ნაციონალურ ოპერეტის თეატრთან, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, სომხეთის, ბელორუსიის თეატრებთან თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ფონდის HEKS/EPER ფინანსური მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები