გიგლა აგულაშვილმა დაინტერესებულ მხარეებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გააცნო

​გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა საქართველოში ნადირობასა და ბრაკონიერობასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები, ასევე, ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაინტერესებულ მხარეებს გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა, სადაც საგამოძიებო ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ ჟურნალისტმა, ცირა გვასალიამ პრეზენტაცია ნადირობასა და თევზჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ წარმოადგინა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ გარემოსდაცვით თემებზე პერიოდულად ეწყობა დისკუსიები, რაც საზოგადოების ინფორმირებულობასა და მიმდინარე პროცესებში მათ ჩართვას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები