ბათუმის აქციაზე დაკავებულებმა ადვოკატი მოითხოვეს, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც წუხანდელი აქციის დროს დაკავებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს, ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი დაკავებულთა მხრიდან საქმეში ადვოკატის ჩართვის მოთხოვნა გახდა. მათი განმარტებით, საქმის გარემოებებში ვერ ერკვევიან და ამიტომ, ადვოკატი ესაჭიროებათ.
მოსამართლემ მათ ადვოკატის მოსაძიებლად ერთი საათი მისცა, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები