მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ სტრასბურგში მისი ვიზიტი ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, მან ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, პოლიტიკური პროცესის და მათ შორის მედიაგარემოს შესახებ. ჯანელიძის განმარტებით, არც ერთი ის პირი, რომელსაც ვიზიტისას შეხვდა ევროპის საბჭოში, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს კონკრეტული საქმე. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი, ევროსაბჭოსთან წარმართოს ურთიერთობები.
​”ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ წარმატებით, რეფორმების მიმართულებით. საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამაზე მეტყველებს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი აპლიკაციების სტატისტიკის შემცირება. ეს გულისხმობს იმას, რომ არის ნდობა ჩვენი სასამართლოსადმი და ასევე, საქართველოში ადამიანის უფლებები არის ბევრად უფრო მეტად დაცული, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები