ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2200 აბონენტს ელექტროენერგია 3 დღით შეეზღუდება

ზესტაფონის რამდენიმე სოფელს სამი დღით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი კი 220კვ-იან ელექტრო გამანაწილებელ ხაზ “აჯამეთი 2-“ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია 4, 5 და 6 მარტს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირს, როდინაულს და ხენთაროს. სულ – 2200 აბონენტს, 7 მარტს კი11:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელ პირველ სვირს და ხოხოულას – სულ 1428 აბონენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები