საკრებულოს წევრებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის” ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქციის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სახელმწიფო ფონდის” სტრუქტურულ ერთეულს, თბილისის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრს“ ეწვივნენ და იქ მყოფ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.
დეპუტატები ბენეფიციარების პრობლემებს პირადად გაეცნენ და საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში ,მხარდაჭერა აღუთქვეს.
საკრებულოს წევრებმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები