განახლებულ აღმაშენებელზე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, განახლებულ აღმაშენებელზე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ აქციას თბილისის მერი – დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს დედის დღე მიულოცა.
ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები – გია ვოლსკი და რიმა ბერაძე ესწრებოდნენ.
„ყველა დედას ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და შვილების წარმატებას ცხოვრებაში. მიხარია, რომ პატარები ასეთი კმაყოფილები არიან. დღეს მათ ძალიან იმხიარულეს და თავიანთ დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს ლამაზი დღესასწაული,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიების ფარგლებში, აღმაშენებლის №47-ში მოეწყო ყველა საჭირო აქსესუარითა და სამუშაო მასალით აღჭურვილი ხელოვნების კუთხე, სადაც პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დედებისთვის სიმბოლური საჩუქრები თავად დაემზადებინათ.
აქციაში ჩუღურეთის რაიონში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები, დღის ცენტრ „მშობელთა ხიდის“ წევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილე ბავშვებმა დედის დღისა და გაზაფხულის თემატიკაზე ნახატები შექმნეს. პატარებმა ფერადი საღებავებით თიხისა და მინის ჭურჭელიც მოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები