თორნიკე შარაშენიძე: პროტესტი გადაინაცვლებს “რუსთავი 2”-დან ქუჩაში, ან სადმე სხვაგან

“პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას, ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე”, – ასეთი შეფასება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ გააკეთა.
მისი თქმით, თავისუფალ სიტყვას ვერავინ ჩაახშობს, თუმცა როგორც შარაშენიძე ვარაუდობს, თუ საზოგადოების პროტესტმა „რუსთავი 2“-ის ეზოდან ქუჩაში გადაინაცვლა, ეს გაცილებით უარესი იქნება.
„თავისუფალ სიტყვას ვერავინ დაახშობს, პროტესტი გადაინაცვლებს რუსთავი 2-დან ქუჩაში ან სადმე სხვაგან, რაც გაცილებით უარესი იქნება. პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას, ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე, რაც შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ამასთან, შარაშენიძემ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეაქცია იმასთან შედარებით, რაც ქვეყნის შიგნით შეიძლება მოხდეს, მეორეხარისხოვანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები