იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატოში ინტეგრაციაზე

„არ არსებობს მსგავსი დაპირებები ან შეთანხმებები, შემიძლია ეს დოკუმენტურად დაგიმტკიცოთ, თუ ვინმეს ეს სურს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვეიცარიულ გაზეთ “Le Temps”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
​ჟურნალისტის კითხვას, რომ „ხომ არ არის დრო, უარი ითქვას საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების იდეაზე“, ნატოს გენერალურმა მდივანმა ასე უპასუხა:
​„მსგავს რამეს ადგილი რომ ჰქონოდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა. რა უფლებით შეძლებდნენ მოსკოვი და ვაშინგტონი მოლაპარაკებების გამართვას, პოლონეთის ან ესტონეთის მომავალი რომ გადაეწყვიტათ? ეს უკიდურესად სახიფათო იქნებოდა. თუ ნატო ლაპარაკს დაიწყებს, რომ მზად არის კარები დაუხუროს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა ან საქართველო, რათა რუსეთთან ურთიერთობები შეამსუბუქოს, ეს იქნება მიუღებელი რამის მიღება – გავლენის სფეროების აღდგენა, რომლის დროსაც დიდი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ პატარა ქვეყნების ნაცვლად. მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატოში ინტეგრაციაზე, ნატოს 28 წევრის თანხმობის შემთხვევაში და სხვას არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ არჩევანში“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოცემასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები