„პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება იმ ფუნქციების და როლის შესაბამისი, რომელიც საპარლამენტო სისტემის ფარგლებში აქვს პრეზიდენტს“

​საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი მომავალი არჩევნებისთვის უცვლელი დარჩება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება იმ ფუნქციების და როლის შესაბამისი, რომელიც საპარლამენტო სისტემის ფარგლებში აქვს პრეზიდენტს.
„პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ უნდა მოხდეს მომავალი არჩევნებისთვის, რადგან გამოირიცხოს ნებისმიერი სპეკულაცია და ხელოვნური კითხვის ნიშნები, რომ ეს კეთდება რომელიმე ადამიანისთვის ან რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ. პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება იმ ფუნქციების და როლის შესაბამისი, რომელიც საპარლამენტო სისტემის ფარგლებში აქვს პრეზიდენტს“, -განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები