სოსო მანჯავიძე: ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ვარ

“სააკაშვილი აპირებდა საქართველო ემართა პრემიერის პოსტიდან და პრეზიდენტად გაეფორმებინა მარიონეტი ბაქრაძე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისი საკრებულოს წევრმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მანჯავიძემ რეგიონზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი, ამიტომ მანჯავიძე თვლის, რომ დღეს ქვეყანაში არ არის პირველი პირი, რომელიც სტრატეგიულ საკითხებზე მეზობლები დაელაპარაკებიან.
„ჩვენ გარშემო არიან ისეთი ქვეყნები, სადაც ავტორიტარული მმართველობებია, ჩვენ დღეს რეალურად არ გვყავს პირველი პირი, ვისაც მეზობელი ქვეყნების მეთაურები სტრატეგიულ საკითხებზე დაელაპარაკებიან. ინსტიტუციონალური უფლებამოსილებები დღეს ქვეყანაში არ ემთხვევა რეალურ უფლებამოსილებებს. მე საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მმართველობით ქაოსს. ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა გადახრები, არ ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო რეჟიმი უნდა გავაუქმოთ. თუ არ იქნება საპრეზიდენტო მმართველობა, მივიღებთ გაურკვეველ მმართველობას, რომელიც საქართველს უკან წაიყვანს, ეს რაც შეიძლება მალე თუ არ გამოსწორდა, ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა სოსო მანჯკავიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები