სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიიღო – მისი მდგომარეობა მძიმეა

 უფლისციხის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები