რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ ეკონომიკურ ბლოკადას გვიმზადებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბლოკადას ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ლავროვის უწყების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „მოსკოვს ვაშინგტონისთვის სანქციების გაუქმება არ უთხოვია და ამას მომავალშიც არ აპირებს“.
„მიმდინარე წლის იანვარში კონგრესში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებს ვერ გაუუქმებს. ასევე რუსეთის არაკეთილმოსურნეები სანქციების გაფართოებას და მესამე ქვეყნებზე ზეწოლას აპირებენ, რათა ისინიც ამ სანქციებს შეუერთდნენ“ – აცხადებს რიაბკოვი.
ცნობისთვის, ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის დროს სანქციების საკითხი არ განიხილებოდა. თებერვლის დასაწყისში კი აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე მოსკოვი უკრაინას ყირიმს არ დაუბრუნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები