რუსთავში ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი ბუნებრივი აირით მოიწამლნენ

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე, გვიან ღამით, საკუთარ სახლში ცოლ-ქმარი და პატარა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ცოლ-ქმარი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხოლო ბავშვი ჯერჯერობით კვლავ სტაციონარში რჩება.
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა ფალიაშვილის ქუჩაზეც. 26 წლის ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და სტაციონარში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები