„c-ჰეპატიტის“ მართვის ახალი კაბინეტი ნარკოდამოკიდებულებს მოემსახურება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, „c-ჰეპატიოტის“ მართვის ახალი სერვისი გაიხსნა, რომელიც მხოლოდ ნარკოდამოკიდებულებს მოემსახურება. სერვისი გახსნა ქვეყანაში „c-ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მატებამ გამოიწვია. სერვისი გამიზნულია დაავადების ელიმინაციისთვის.
„დღეს მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაშია არ მოქმედებს ელიმინაციის პროგრამა, ამის მიზეზი ისაა, რომ აქ აღნიშნული დაავადების გავრცელებაში რისკი არის მაღალი, ასევე, ვართ მცირერიცხოვანი პროგრამა და ასევე ფართოდ და ეფექტურად მუშაობდა სკრინინგის სიტემა, ამ სერვისის გახსნაც სწორედ დაავადების შემცირებას და სრულად აღმოფხვრას გულისხმობს“, – განაცხადა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, „გლობალ ფონდის“ კოორდინატორმა ხათუნა თოდაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
2015 წლის გაზაფხულიდან სამკურნალო პროგრამაში 30 000-მდე ადამიანი ჩაერთო. მათგან ნაწილი დღესაც აგრძელებს მკურნალობას. პაციენტთა 80%-ში კი, როგორც „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, „გლობალ ფონდის“ კოორდინატორმა, ხათუნა თოდაძემ განაცხადა, დაავადება თითქმის დამარცხებულია.
ცენტრის გახსნა განაპირობა გავრცელების იმ მაღალმა რისკმა, რომელიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში არსებობს .
„ნარკოდამოკიდებულის მიმართ არ გვაქვს ის მიმართება, რომ მან სრულიად დაანებოს თავი ნარკოტიკულ ნივთიერებას, ჩვენთვის მთავარია, რომ მისი ქცევა იყოს ისეთი, რომ მან საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას და არ მიაყენოს ზიანი სხვას, იგივე შპრიცების მოხმარების წესით. მთლიანად, ამ წუთას საქართველოში 2500 ადამიანი იღებს ჩანაცვლებით თერაპიას. როგორც ხათუნა თოდაძემ აღნიშნა, ნარკოტიკის მოხმარების რეგულირება სწორედ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ემსახურება. სერვისი მიზანია, რომ აღნიშნული ადამიანების მოტივირება მოხდეს მკურნალობის მიმართ. როგორც ხათუნა თოდაძემ განაცხადა, სხვა ქვეყნებში აღნიშნული მეთოდით მკურნალობა100 000 ევრომდე ჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები