ქართულ ანიმაციურ ფილმს – “მზის ჩასვლას” ბარსელონის საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ

მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციურ ფილმს  “მზის ჩასვლა” ბარსელონის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმი სხვადასხვა თაობის წყვილების სიყვარულზე მოგვითხრობს, თუ როგორ ხვდებიან ახალგაზრდები ერთმანეთს, დრო გადის, სიყვარული კი უცვლელი რჩება.
“მზის ჩასვლა” შარშან ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ წამყვან, ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზეც  უჩვენეს.
ქართული ფილმის ჩვენება ბარსელონაში 19 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები