მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამომავლო გეგმებისა და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე პროექტების, ინიციატივებისა და 2017 წლის სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ კოლექტივს, პედაგოგებს ახალი სტრუქტურა წარუდგინა და პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიმართულებებზე ესაუბრა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინფორმაციით, ამჟამად, ეროვნულ სასახლეში მიმდინარეობს რებრენდინგის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, სასახლე მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, გამოცხადდა სასახლის ფოიეს დიზაინის პროექტზე კონკურსი,  სასახლეში იგეგმება ახალი საგამოფენო და სამუზეუმო სივრცეების მოწყობა, დაარსდა სასახლის მეცენატთა და მეგობართა კლუბი, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი “საუბრები სასახლის სამკითხველოში”, არაფორმალური განათლების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოდელების მიხედვით, მომზადდა თანამედროვე არაფორმალური განათლების გზამკვლევი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები