“რესპუბლიკური პარტიიდან” სახალხო დამცველის აპარატში – თამარ ხიდაშელი ომბუდსმენის ოფისში დასაქმდა

„ქართული ოცნების“ საგარეჯოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი სახალხო დამცველის აპარატში დასაქმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახალხო დამცველის ოფისში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი ომბუდსმენის აპარატში კონკურსის წესით მოხვდა და საქმიანობას უკვე მეორე დღეა შეუდგა.
ყოფილი დეპუტატი სახალხო დამცველის აპარატში ანტიდისკრიმინაციულ საკითხებში სამართლებრივი ექსპერტის თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ხიდაშელი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო. იგი 2015 წელს საგარეჯოში შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა.
2008-2010 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას„ ხელმძღვანელობდა.
ახალი თანამდებობის დაკავების გამო კი მან “რესპუბლიკური პარტიის” წევრობა 2 წლით შეიჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები