თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ტერაქტი იმ სახლთან მოხდა, სადაც პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლები ცხოვრობენ. დაღუპულთა შორის 10 წლის ბავშვია, დაჭრილთა შორის კი 3 წლის ბავშვი . ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, 18-20 წლის მამაკაცმა საცხოვრებელ კომპლექსთან დანაღმული ავტომობილი გააჩერა, რომელიც შემდეგ დისტანციური მართვის პულტით ააფეთქა.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა კი პირობა დადო, რომ ტერაქტის ორგანიზატორები დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები