მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი დააკავეს

მალაიზიის პოლიციამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ეს ჩრდილოეთ კორეის 46 წლის მოქალაქე – რი ჩონ ჩხოლია.
ეს ჩრდილოეთ კორეის პირველი მოქალაქეა, ვინც ამ საქმეზე დააკავეს. მანამდე პოლიციამ ინდონეზიელი ქალი და მისი მალაიზიელი საყვარელი, ასევე,  ვიეტნამის ერთი მოქალაქე დააკავა.
კიმ ჩონ ნამი 13 თებერვალს მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში მოკლეს. მას ორმა ქალმა სახეში შხამი შეასხა.  ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები