მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა. როგორც მეუფე პეტრემ მამალაძესთან შესვლამდე განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული დედაეკლესიის წინაშე.
”პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ნამდვილად ბევრი სიკეთე გააჩნია დედაეკლესიის წინაშე. ვფიქრობ, სულიერი შეფასებით, შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა. ერთი აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი – მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში, ან ეს დაშვებული განსაცდელი მას სულის საცხონებლად ეყოფა”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები