კონსტანტინე გამსახურდია: ჩვენ მართლმადიდებლობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის სტატუსი არ გვაქვს

საბერძნეთს აქვს სტატუსი მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია. აქ ასე არაა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპარტიული ჯგუფის” წევრმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია თვლის, რომ სახელმწიფოში რელიგიას უნდა ჰქონდეს სტატუსი. მისივე აზრით, ეკლესიას ხშირად თავს აფარებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადასახადებს არიდებენ თავს.
„პრაქტიკულად, არის სახელმწიფო რელიგია, მაგრამ რეალურად, ეს ასე არაა. საბერძნეთში ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის სახელმწიფო რელიგია და ეს სტატუსია გარკვეული. აქ ხშირად ეკლესია ხდება ისეთი ბიზნესმენების თავშესაფარიც კი , რომლებიც თავს არიდებენ გადასახადებს. ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, რა ხდება ეკლესიაში. ის, რაც ახლა მოხდა, ქაოსურ სიტუაციას იწვევს. მე ვთვლი, რომ ამ მეთოდებით საქმის გახსნა ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები