შორენა ბუხრაშვილი: არავის არ უნდა მიეცეს უფლება, მიზანმიმართულად გაანადგუროს ნარგავები

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი დეველოპერების ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის და კანონპროექტში ხეებისა და ნარგავების მოჭრასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას ითხოვს.
შორენა ბუხრაშვილს მიაჩნია, რომ წლების მანძილზე შეგნებულად ხდებოდა ნარგავების დაზიანება, შემდგომში მათი მოჭრის მიზნით. საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტში ცვლილებებია შესატანი. გუშინ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.
„წლების მანძილზე, ხდებოდა ნარგავების შეგნებულად დაზიანება, რათა შემდეგ მომხდარიყო ამ ნარგავების განადგურება”, – აცხადებს ბუხრაშვილი.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოქროს შუალედის მოძებნას ცდილობს, რის შემდეგაც არ იქნება დაზარალებული არ დეველოპერი და არც გარემო.
“დღემდე კანონი ამას ვერ არეგულირებდა და ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს კანონში ცვლილების შეტანა, რის მიხედვითაც, მხოლოდ ლიცენზირებულ და კვალიფიციურ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, რომ გასცეს შესაბამისი დასკვნა ამ თუ იმ ნარგავის მოჭრის თაობაზე”, -განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები