პარლამენტის აპარატის უფროსი კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსმა, ნიკოლოზ ნათენაძემ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კიმ ინ ჰანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კორეელმა დიპლომატმა ნიკოლოზ ნათენაძეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნიკოლოზ ნათენაძემ კიმ ინ ჰანს პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კორეელი დიპლომატი პირველი უცხოელი სტუმარია, რომელსაც  პარლამენტის აპარატის უფროსის რანგში შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს საქართველო-სამხრეთ კორეის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება. ამ იუბილეს აღსანიშნავად, კორეის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს პარლამენტს საჩუქრის სახით, 14-ადგილიანი „ჰუნდაის” მარკის მინივენი გადასცა. ნიკოლოზ ნათენაძემ კორეელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აღნიშნული საჩუქრისთვის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები