პაკისტანში მომხდარ ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სინდჰის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. 100 ადამიანი დაიჭრა.  მათ შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ისტორიული მეჩეთის შიგნით თავი აიფეთქა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნის პრეზიდენტი მამნუნ ჰუსეინი და პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი, რომლებმაც ტერაქტი დაგმეს და მომხდარს „მთელი პაკისტანის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა“ უწოდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები