პესკოვი: რუსეთი ბელორუსიასთან სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს
რუსეთი ბელორუსიასთან სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს კომენტარი პესკოვმა საზოგადოებრივი აზრის კვლევების ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 78% ბელორუსიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას რესპონდენტთა მხოლოდ 16 % უჭერს მხარს.
ამასთანავე, გამოკითხულთა 40% ბელორუსიას აღიქვამს, როგორც მეგობრულ ქვეყანას, ხოლო 35% როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს.
ცნობისთვის, 7 თებერვალს ძალაში შევიდა ბელორუსიის საზღვართან სპეციალური „სასაზღვრო ზონების“ შექმნის გადაწყვეტილება. ის ფსკოვის, სმოლენსკის და ბრიანსკის ოლქებში შეიქმნება.
ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბელორუსიის ხელისუფლებამ 80 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში 5 დღე-ღამით უვიზოდ ჩასვლის უფლება მისცა.