დაკავებული დეკანოზის მამა: ჩვენი ოჯახის მისამართით მუქარა არ ყოფილა-ღმერთი გვიცავს

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მამა – ავთო მამალაძე მისი შვილის მხრიდან ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ოჯახს არავინ დამუქრებია.
როგორც დეკანოზის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, შვილთან, დაკავების შემდეგ, კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს. აქ არავინ მოსულა. არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რა არის, როგორ მიმდინარეობს, რა ხდება, არაფერი არ ვიცი. დაკავების შემდეგ, შვილთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა გიორგი მამალაძის მამამ.
რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, ავთო მამალაძის თქმით, მას პირადად არ იცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები