მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა მოკლეს

 ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმა, კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში მოკლეს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სააგენტო „იონჰაპი“ იუწყება.
ტელეკომპანია “Chosun”-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ნამი მოწამლული ნემსით ორმა ქალმა მოკლა. მკვლელობა მალაიზიის ერთ-ერთ აეროპორტში მოხდა. ქალები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას თავს დაესხნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციის ინფორმაციით, კიმ ჩენ ნამი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მალაიზიის პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელობის უკან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები