მაკა ჩიჩუამ ქართველი და ირანელი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ქართველი და ირანელი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს დაესწრო.
ღონისძიება ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება საქართველოში და ქართველი და ირანელი ბავშვების დამეგობრებას ისახავს მიზნად.
მაკა ჩიჩუამ გამოფენა ნამუშევრების ავტორებთან ერთად დაათვალიერა და ბავშვებს გაესაუბრა.
„გამოფენა მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ემსახურება მეგობრობას, თან ბავშვობიდან ეცნობიან ამ კულტურას, რომელიც უმდიდრესი და ძალიან საინტერესოა, ზუსტად შემოქმედებითი თვალსაზრისით. დღეს ძალიან კარგი ნამუშევრები წარმოგვიდგინეს ბავშვებმა, როგორც ქართველებმა, ისე ირანელებმა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ ამ ინიციატივას გაგრძელება ექნება “, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ღონისძიების დასასრულს, ქვეყნის პირველმა ლედიმ კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები