GWP ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ერთდროულად თბილისის 30 ქუჩაზე ახორციელებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ერთდროულად თბილისის 30 ქუჩაზე ახორციელებს.
საბურთალოს, ვაკის, კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელები ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
2017 წლის პირველივე თვეში, კომპანიამ 8 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა – სამგორის რაიონში: ფრონეს ქუჩაზე, ვარკეთილის მეურნეობაში, რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე; ისნის რაიონში: დიდგორის და გონაშვილის ქუჩებზე; გლდანის რაიონში: რეაქტორის ხაზზე; ნაძალადევის რაიონში: ლოტკინის ხევის ქუჩაზე; საბურთალოს რაიონში: ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე. ჩამოთვლილ სარეაბილიტაციო პროექტებში, კომპანიამ 900 000 ლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა.
დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა და 650 მეტრი 1400 მმ.-იანი, ქარხნული წესით დამზადებული ფოლადის, იზოლირებული ახალი მილები შეიძინა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე, JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით, მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმელი ლაფეტებით და სპეციალური იზოლაციით დამზადებული ფოლადის მილებით, რომელთა ექსპლოატაციის ვადა 3-ჯერ აღემატება არსებულს.
კომპანიამ, წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის, 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც ჯამში 81.3 მლნ. ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში, დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, კომპანია დამატებით 500 ადამიანს დაასაქმებს.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტების მიხედვით, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ. ქსელს განაახლებს და 1700-ზე მეტ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები