თბილისში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გაიხსნა

თბილისში, 1998 წლის 9 თებერვალს განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს გმირულად დაღუპული ოფიცრების – დავით კოკაურისა და კახა შევარდენიძის ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი გაიხსნა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ თანამშრომლებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები