უმრავლესობის დეპუტატი “ნაცმოძრაობას” ქვეყნის ინტერესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის ეროვნული ინტერესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
“ნაციონალური მოძრაობა“ არ ისვენებს, ოღონდ არ ისვენებს არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, არამედ პირიქით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დისკრედიტაციის საქმისთვის აკეთებს ყველაფერს. იმიტომ, რომ განცხადებები, ფორმულირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და გვესმის ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ცალსახად იერიშის მიტანის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით. გია ცერცვაძის უსაფრთხოებისათვის ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ. სწორედ ამ საქმეში ჩართული იყო ყველა კომპეტენტური ორგანო ქვეყნის შიგნით და საქართველოს საელჩო ქვეყნის გარეთ და ასე უბრალოდ გადახაზვა წითელი ხაზით ამ საკითხისა არის უმოწყალო სპეკულირება თემასთან მიმართებით. ვფიქრობ, დადგენილების პროექტი არ უნდა გავიზიაროთ, იმიტომ, რომ “ნაც.მოძრაობის” მიერ ფორმულირებული ტექსტი ცალსახად შეიცავს უკვე ცილისმწამებლურ პოზიციას სახელმწიფოს მიმართ. ცალსახა ცილისწამებაა მოცემული დადგენილების პროექტის ფორმულირებაში. სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია არ გადაეცემა არავის. ეს არის მორიგი უპასუხისმგებლო ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, როცა ძალიან მგრძნობიარე საკითხით მანიპულაციის გზით, თქვენ გსურთ სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების, არაინფორმირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები არასდროს ყოფილა სამაგალითო, არც მაშინ, როცა იყავით ხელისუფლებაში, არც ახლა, როცა ხართ ოპოზიციაში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს პასუხისმგებლობის მქონე ხალხი ასე არ უნდა უდგებოდეს და ასე არ უდგება არცერთ ქვეყანაში. თუ შეიძლება გვითხარით, ერთი არასპეკულანტური არგუმენტი მაინც, რომლითაც დადასტურდება იმ ცილისმწამებლური ტექსტის მართებულობა, რომელიც დადგენილების პროექტში გაქვთ მოცემული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები