ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6454 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი მისი ფასი 2.6627 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8290 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8342 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები