300 არაგველის ბაღში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს
300 არაგველის ბაღში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ბაღის შესასვლელებში დასრულებულია ხის პერგოლების მოწყობა და კიბეების მშენებლობა. ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც ქართული აგურით მოიკირწყლება, იცვლება განათების ქსელი. გაზაფხულიდან ბაღში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებსა და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. გაზაფხულზე ბაღში ახალი ნარგავები დაირგვება. ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. 300 არაგველის ბაღი გასული საუკუნის 30-იან წლებში კრწანისის ბრძოლის ადგილას გაშენდა და 50-იანი წლებში კეთილმოეწყო, თუმცა მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დღემდე არ ჩატარებულა.