ვიქტორ დოლიძე: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადების უკან პუტინის ოკუპანტური რეჟიმია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ განცხადების უკან პუტინის ოკუპანტურ რეჟიმს ხედავს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს, რაც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში ამბობს არა აფხაზეთი, არამედ სწორედ პუტინის რეჟიმი.
“მოვისმინე განცხადება. ისინი არ აცხადებენ ამას, ამას აცხადებს პუტინის ოკუპანტური რეჟიმი და მეტი არავინ. ამიტომ ჩვენ, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ იგივე ნაბიჯების გადადგმას, რასაც ვდგამდით აქამდე”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა აფხაზეთის მოსახლეობას არ შეეხება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. „სრულიად ნათელია, რომ „ნეიტრალური პასპორტების“ ინიციატივის ჩაშლის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთისთვის კიდევ ერთი სატყუარა მოიფიქრა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესების სახით“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები