პროექტი “ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენციას ითვალისწინებს

16443463_1377444338944722_1459451670_n„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის – სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები“ – ამ სახელწოდებით კონფერენცია სასტუმროში „Rooms Hotels Tbilisi’“ – გაიმართა.
კონფერენცია პროექტის ,,ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ჩატარდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა (SJMC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(Sida) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
დარბაზში ფოტო- გამოფენა გაიმართა. საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებმა და მასწავლებლებმა სამიზნე რეგიონებიდან ისაუბრეს, სადაც განხორციელებულ აქტივობებზე და იდენტიფიცირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ამასთანავე, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმის ,,გიულარ იბრაგიმოვა“, რომელიც გადაღებულია ამავე პროექტის ფარგლებში რუბრიკით „ქალებირეგიონიდან“.16441680_1377444575611365_1811740298_n
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
პროექტი ,,ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებას. იგი ძირითადად ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, ბორჯომში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და მარნეულში ახალგაზრდული გენდერული კლუბები შეიქმნა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის 100-მდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული.
კლუბებს ჩაუტარდათ თემატური ტრენინგები, შეხვედრები. გენდერული კლუბებიდან ოთხივე მუნიციპალიტეტში შეირჩა 16 მენტორი, რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ გახდნენ თანასწორგანმანათლებლები და უკვე თვითონ ატარებენ რეგიონებში ტრენინგებს გენდერული კლუბების ახალი წევრებისათვის.

16507796_1377444785611344_1525123837_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები