ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა – რას აცხადებს პატრიარქის ექიმი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება რამდენიმე დღის წინ ტემპერატურის აწევამ დააჩქარა, თუმცა ექიმი განმარტავს, რომ ილია მეორეს ჩივილები არ აქვს. პატრიარქი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ჩივილები არ აქვს, თუმცა სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
თქვენ იცით დეკემბერში განვითარებული მოვლენები. ამ ფონზე, გამოიკვეთა ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება, თუმცა სპეციალისტების დახმარებით, მკურნალობა წავიდა რემისიაში.
სამი დღის წინ იყო ეპიზოდი ხანმოკლე ტემპერატურის რეაქციის, მაგრამ, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ანთების შემდგომი გართულება. ამიტომ, სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, ბერლინში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები