გიორგი გახარია : ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად

“ვიზალიბერალიზაცია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კოოპერირების გაღრმავებას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამადასტურებელი ფაქტი. ყველას კარგად გვესმის, DCFTA-ის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობები შეუძლებელია და ძალზე რთულია გადაადგილების თავისუფლებისა და მობილურობის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ვიზალიბერალიზაცია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, არის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კოოპერირების გაღრმავებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები