წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვაკის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“გუშინ, 31 იანვარს, ღამე, 23:00 საათზე, ტემპერატურის ძლიერი ვარდნის გამო, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის N7-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 300მმ.-იანი წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაზიანებული თუჯის მაგისტრალური ქსელის მონაკვეთი 2 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული, რაც  მუშაობის პროცესს ართულებს.
ამ დროისთვის, ტექნიკური ბრიგადა ადგილზეა მობილიზებული და  აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ტექნიკური სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან გარკვეულ მონაკვეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას იწვევს.
დაზიანების აღდგენითი სამუშაოების წარმოების გაგრძელება რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 16:00 საათიდან, წყალმომარაგება  სრულად აღდგება.

ვაკის  რაიონში:

ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირის გარკვეულ ნაწილს;   ფალიაშვილის, აბაშიძის, ბარნოვის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ერისთავის და ბაზალეთის ქუჩების ნაწილს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები