ილიას წელი – პანელური დისკუსია თემაზე: „ილიას მემკვიდრეობა“

2017 წელს ილიას დაბადებიდან – 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელი შესრულდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტს, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს.
როგორც „კვირას“ ილიას უნივერსიტეტში განუცხადეს, ღონისძიებათა ციკლს 3 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დაგეგმილი პანელური დისკუსია თემაზე: „ილიას მემკვიდრეობა“ გახსნის.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობენ:
ბელა წიფურია – ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
გიგა ზედანია – ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
გიორგი ქადაგიძე – ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ემზარ ჯგერენაია – სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ლევან გიგინეიშვილი – ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ნინო დობორჯგინიძე – ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ქეთევან დევდარიანი – სცენარისტი.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები