„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს – დედაქალაქის ცენტრალური გზები გაიწმინდა

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გუშინ ღამით, თბილისის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა და ტექნიკური მარილი დაიყარა.
თბილისის ქუჩების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. საწყისი ეტაპისთვის, გაიწმინდა ცენტრალური გზები, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება არ შეზღუდულიყო.
როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ლევან ჯღარკავა აცხადებს, ჯგუფი როგორც ტექნიკის, ასევე პირადი შემადგენლობით მუშაობს.
„შეზღუდვები არსად არ დაფიქსირებულა. ცენტრალური გზები გამოცხადებულია პრიორიტეტად. ვმუშაობთ ყველგან, აბსოლუტურად მთელი შემადგენლობით“, – განაცხადა ჯღარკავამ.
„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს და ტექნიკური მარილის დაყრა როგორც ცენტრალურ, ისე შიდაკვარტლურ და საფეხმავლო გზებზე მიმდინარეობს.
გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 619 050.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები