„ლიტვური საცხობის” წარმომადგენლები და ლიტვის ელჩი “კვირას” პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

შპს „ლიტვური საცხობის” წარმომადგენლები, ლიტვის ელჩი და ნათაძის სახელობის ლაბორატორიის წარმომადგენელი ხვალ 14:30-ზე „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პრესკონფერენციაზე ისინი შავი შეფერილობის პურის ღებვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხებენ. მათი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია,რომ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული მუქი შეფერილობის პური იღებება, სიმართლეს არ შეესაბამება და დაუმსახურებელ ზიანს აყენებს კომპანიის იმიჯს.
„კომპანია „ლიტვური საცხობი” ჭვავის პურის, ჭვავის ფქვილის, ალაოსა და ხორბლის ფქვილის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია საქართველოში. მიმდინარე დღეებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ, რომ თითქოს საქართველოში არ არის ზემოხსენებული ფქვილის სახეობების იმპორტი და ქვეყანაში ყველა მუქი შეფერილობის პური იღებება, დაუმსახურებელ ზიანს აყენებს კომპანიის იმიჯს. მოსახლეობა და მომხმარებლები დილეტანტების მიერ განგებ არიან შეცდომაში შეყვანილი. კომპანიის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული პირისათვის და ის თავის თავზე ვალდებულებას იღებს, რომ სწორი ინფორმაცია მიიტანოს მოსახლეობამდე, გააცნოს თუ რა არის ჭვავის პური და ლიტვის ელჩთან და ლაბორატორიის წარმომადგენელთან ერთად გასცეს მათ კითხვებს პასუხი“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები