ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა

ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტიდან რეისი სტამბულის მიმართულებით 18:00 საათზე განხორციელდება.
“მოგეხსენებათ, უხვი ნალექისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა საერთაშორისო რეისი გაუქმებული იყო. ავია მიმოსვლა აღდგენილია და სტამბოლის რეისი დღეს 18:00 საათზე შესრულდება”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში. უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის აეროპორტში რეისები 3 დღის განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები